|

სვანეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მოიცავს
კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და
ცხენისწყლის ზემოწელს.
მესტია არის სვანეთის ადმინისტრაციული ცენტრი.მესტია მდიდარია
მატერიალური კულტურის ძეგლებით.მათგან აღსანიშნავია სვიმონ მესვეტის
ხატი (XI ს., მაცხოვრის ეკლესია),
საკურთხევლის წინა ჯვარი და მაცხოვრის ხატი(მთავარანგელოზთა ეკლესია).
მესტიის სვანეთის ისტორილ ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია ქართული ჭედური
ხელოვნების მრავალი ღირსშესანიშნავი ნიმუში, ძველი ქართული ენისა და მწერლობის
უძველესი ძეგლები
(ადიშის ოთხთავი, 897, და სხვა).
უშგული — თემი მესტიის მუნიციპალიტეტში.
უშგულის თემი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. ხშირია ტიპური სვანური თავდაცვითი კოშკები. მათი რაოდენობა ამჟამად 30-მდეა.
უშგულის ღირსშესანიშნაობებია:
უშგულის ლამარია
უშგულის არქეოლოგიური მუზეუმი
თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკები. |
|