??? ??????????? ???? ???????? ????????? ????? ????? ?????? Adobe Flash Player.

???????? ????????????? Adobe Flash Player

     
      
   
     

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

       
 

ყაზბეგი

   
 
 
   
 


 
   
         
   
     
     
 
 
 

SiteHeart

 
ყაზბეგის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში. სოფელ სიონში დგას
IX-X სს. ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლი - სამნავიანი ბაზილიკა, ე.წ. ხევის სიონი. სოფელ გარბანის ზემოთ აღმართულია - გარბანის ეკლესია, რომელიც მიეკუთვნება IX-X სს.მიჯნას. მნიშვნელოვანია ასევე გერგეტის სამება. ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი ანდეზიტის კვადრებით. გერგეტის სამება ხევის უმთავრესი სამლოცავი იყო. მდინარე სნოსწყლის ნაპირზე განცალკევებით მდგარ კლდოვან გორაკზე აღმართულია სნოს ციხე. მნიშვნელოვანია აგრეთვე არშისა და დარიალის ციხესიმაგრეები. არშის ციხე აღმართულია ციცაბი კლდეზე. ციხის შიგნით რამდენიმე ათასი კაცი დაეტეოდა, რაც გამოდგებოდა მტრის შემოსევის დროს ხევის მოსახლეობის დიდი ნაწილის შესახიზნათ. მნიშვნელოვანია ასევე ბეთლემის გამოქვაბული, რომელიც მდებარეობს მყინვარწვერის მასივზე, დაახლ. 4100 მ-ზე. ბეთლემის გამოქვაბული გამოკვლეულ იქნა 1948 წელს ქართველი მთამსვლელის ალექსანდრა ჯაფარიძის (1895-1974) მიერ.
     ©2010 Planeta Travel