??? ??????????? ???? ???????? ????????? ????? ????? ?????? Adobe Flash Player.

???????? ????????????? Adobe Flash Player

     
      
   
 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

 
 
SiteHeart
       
 

კახეთი

   
 
 
   
 


 
   
         
   
         
   
 
   
         
   
         
   
 
 


 

კახეთის მხარე - ბარაქიანი, პურადი, გულადი, სტუმართმოყვარე, საქართველოს მარანი და ბეღელი, მრავალფეროვანი ბუნებით დაჯილდოებული და ზნეკეთილი ადამიანებით სავსე.

კახეთი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა. მას ორ ნაწილად ჰყოფს ცივ-გომბორის ქედი, საიდანაც დასავლეთით ივრის, აღმოსავლეთით კი ალაზნის ველის იშვიათი ბუნებრივი სანახაობა იშლება, ხოლო მისი ბუნებრივი ლანდშაფტის მრავალფეროვნების დამაგვირგვინებელია ლაგოდეხის, ვაშლოვანის, თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის ნაკრძალები.

კახეთი ქართველი კაცის ცნობიერებაში დაკავშირებულია ათასობით და ათიათასობით ჰექტარ მწყობრად ჩარიგებულ ზვრებთან, რომლებიც მუყაითი და გამრჯე კახელი კაცის მარჯვენითაა გაშენებული და გალაღებული.

ვაზი ყველაფერია კახელი გლეხისთვის - ის არის მისი ცხოვრების აზრი, მისი სიამაყე, იმედი და მარჩენალი. ვენახიანი კაცი მუდამ გამართულია და მიტომაც თავის ჭიშკართან მომდგარ სტუმარს გულიანად ეპატიჟება ოჯახში. სტუმართმოყვარეობა და ძველებური პურადობა კახელებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი.

მსოფლიოში სახელგანთქმულია კახეთის ღვინის ქარხნებში წარმოებული საფირმო ღვინოები. კახური ღვინოები "წინანდალი", "მუკუზანი", "ნაფარეული", "ქინძმარაული", "მანავი", "ალაზნის ველი", "საფერავი", "ტიბაანი" და სხვ. დიდი პოპულარობით სარგებლობს საერთაშორისო დონეზე.

კახეთი უძველესი კულტურის მხარეა. აქ ქვის ხანის ადამიანის მრავალი ნასადგომარია აღმოჩენილი. ეს მხარე მჭიდროდ დასახლებული უნდა ყოფილიყო ქრისტემდე VI-V ათასწლეულებში.

კახეთის ტერიტორიაზეა ისეთი უნიკალური და დიდი ისტორიის ძეგლები, როგორებიცაა:
ნეკრესი (IV საუკუნე);
დავით გარეჯას კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი (VI საუკუნე);
ძველი შუამთა ( VI საუკუნე);
ნინო-წმინდას ციხე-ქალაქი (VII საუკუნე);
ალავერდის საკათედრო ტაძარი (XI საუკუნე);
ბოდბის მონასტერი (IX-XI საუკუნეები);
გრემის მთავარანგელოზის არქიტექტურული კომპლექსი ( XVI საუკუნე).


     ©2010 Planeta Travel